ეს არის დაზღვევა, რომელიც მოიცავს ორ ნაკრებს: კიბოს დაზღვევას ან 7 დაავადების დაზღვევას. 7 დაავადებაში შედის შემდეგი ექსტრა სამედიცინო შემთხვევები:
- ავთვისებიანი სიმსივნე
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
- გულის ინფარქტი
- გულის შუნტირება
- დამბლა
- სიბრმავე
ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ავტომატურად გავრცელდება შენს შვილებზეც, თუ მათი ასაკი არ აღემატება 18 წელს. ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევს.
იმისათვის, რომ სადაზღვევო ანაზღაურებით ისარგებლო, პოლისის გაფორმებიდან 90 დღე უნდა იყოს გასული. ამ პერიოდის შემდეგ, მკურნალობის ორგანიზებას ჩვენი პარტნიორი ამერიკული კომპანია MEDIGUIDE-ი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შენი და შენი შვილების ნებისმიერი დიაგნოზის გადამოწმებას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში შეძლებ.
ლიმიტი არის შენ მიერ შერჩეული თანხა, რომელსაც დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მიიღებ. შეგიძლია აირჩიო ლიმიტი ლარში - 25 000₾, 50 000₾ ან 75 000₾, ან დოლარში - 10 000$, 20 000$ ან 30 000$.
დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულ ლიმიტსა და შენს ასაკზე.
სადაზღვევო პოლისის შესაძენად, დააჭირე „შეძენის“ ღილაკს და შეიყვანე საჭირო მონაცემები. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერე ონლაინ ჩატში. ჩვენი ოპერატორი ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის და საუკეთესო პირობების მიღებაში დაგეხმარება.
კიბოს დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი მოკლე პირობებს, ან გადადი ბმულზე სრული პირობების გასაგებად.
7 დაავადების დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი მოკლე პირობებს ან გადადი ბმულზე სრული პირობების სანახავად.