გამარჯობა
თქვენ ეცნობით ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.
ვინ არის მზღვეველი?
მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.
დაზღვევის ხელშეკრულების სახე
წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს #TBCCI-01-18.
რისგან ხართ დაზღვეული?
დაზღვეული რისკია: სადაზღვევო პერიოდში, მოცდის პერიოდის ამოწურვის შემდგომ დიაგნოსტირებული ავთვისებიანი სიმსივნე.
რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?
დაზღვევა ვრცელდება მთელ მსოფლიოზე.
თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:
დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც ასახული იქნება პოლისში.
როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად.
როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:
• ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოასტირების შემთხვევაში დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 ერთი თვის განმავლობაში; წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები: ანაზღაურების მოთხოვნის განაცხადი, დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაზღვევო პოლისი და დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სამედიცინო ფორმა iv-100/ა, სამედიცინო ისტორია, ჰისტომორფოლოგიური კვლევის დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევების შედეგები და წარმოსახვითი კვლევების სურათები)
• თურქული კლინიკიდან ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოსაძიებლად და/ან თურქულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზებისთვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და მოგვაწოდეთ სამედიცინო დოკუმენტაცია
• თუ თქვენი პოლისი ითვალისწინებს ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას მთელი მსოფლიო მასშტაბით, აღნიშნული მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით ჩვენ პარტნიორს ცხელ ხაზზე: +995 577 33 01 01.
რა არ ანაზღაურდება?
დაზღვევით არ იფარება და შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, თუ
• არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად აუცილებელი საბუთები;
• დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად და/ან არაზუსტად და/ან არასრულად იქნა მოწოდებული ინფორმაცია დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის შეფასებაზე;
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სრულად და დროულად არ იყო გადახდილი სადაზღვევო პრემია ან მისი ნაწილი, სადაზღვევო პოლისში მითითებული გრაფიკის მიხედვით;
• სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით დამზღვევის და/ან მოსარგებლის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ ფაქრობრივ გარემოებებს.
ავთვისებიანი ინვაზიური სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს:
• კარცინომა in situ, კიბო in situ, არაინვაზიური კიბო (კლინიკური სტადია 0), პრე-ავთვისებიანი მდგომარეობები და დისპლაზია
• წინამდებარე ჯირკვლის კიბოს T2bN0M0-ზე ადრინდელი სტადიები (კლინიკური სტადიები 0 და I)
• ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული და ფოლიკულური კიბოს T2N0M0-ზე ადრინდელი სტადიები (კლინიკური სტადიები 0 და I)
• კანის ბაზალურ-უჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები და დერმატოფიბროსარკომა პროტუბერანს
• კიბო დიაგნოსტირებული სისხლში, ნერწყვში, განავალში, შარდში ან ნებისმიერ სხვა ადამიანურ სითხეში სიმსივნური უჯრედების და/ან სიმსივნესთან დაკავშირებული მოლეკულების აღმოჩენის საფუძველზე, თუ ეს აღმოჩენა არ არის დადასტურებული სხვა ცალსახა კლინიკური მტკიცებულებებით
ავთვისებიანი სიმსივნის პრე-ინვაზიურ სტადიაზე გამონაკლისებს წარმოადგენს:
• დისპლაზია და სხვა პრე-ავთვისებიანი მდგომარეობები
• კანის კიბო, გარდა მელანომა in situ-ს (კლინიკური სტადია 0) შემთხვევებისა

დაზღვევამდე არსებული დაავადებების/მდგომარეობების გამონაკლისები დაზღვეული შვილების შემთხვევაში:
წინამდებარე პირობებით არ იფარება დაზღვევამდე არსებული დაავადებები შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
• დაავადება/ჯანმრთელობის პრობლემა აღმოცენდა დაზღვეულის შვილის დაბადებისთანავე ან დიაგნოსტირდა 1 წლის ასაკამდე
• დაავადების/ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ დაზღვეულისთვის ცნობილი იყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე
• ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაზღვეულ შვილს დასჭირდა ექიმის კონსულტაცია დაზღვევის ძალაში შესვლამდე
• დაზღვევის ძალაში შესვლამდე აღმოცენებული დაზღვეულის შვილის დაავადება ან ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის გამოც გონიერი მშობელი მიმართავდა ექიმს
ალტერნატიული სამედიცინო დასკვნა არ მზადდება, თუ:
• არ არის დასმული დიაგნოზი - ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოთხოვნამდე დაზღვეულს უნდა ქონდეს საქართველოში დასმული ოფიციალური დიაგნოზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება განხილვას
• დაზღვეულს არ მიუმართავს მკურნალი ექიმისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში - შემთხვევის შესაფასებლად საჭიროა ბოლო 1 წლის მონაცემები
• მწვავე ან სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის გაუარესება - როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოითხოვს მყისიერ სამედიცინო ჩარევას და შეუძლებელია მისი გადადება ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოლოდინში
• პრობლემის შესასწავლად აუცილებელია ექიმის მიერ პაციენტის არადისტანციური პერსონალური შეფასება.
წინამდებარე დაზღვევით სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევებისა, კონსულტაციების და მკურნალობის), მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
რამდენ დღეში გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება?
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში.
რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა და როგორ?
დაზღვევა ავტომატურად წყდება:
• იმ დღეს, როცა დაზღვეულს შეუსრულდება 65 წელი.
• დაზღვეული შვილის მიმართევაში, იმ დღეს როცა შვილს შეუსრულდება 18 წელი
• როცა სადაზღვევო თანხა, 100%-ის ოდენობით, გაიცემა ძირითად დაზღვეულზე (მშობელზე) და არ ექვემდებარება განახლებას
• არასრულწლოვანი შვილი/შვილების დაზღვევის შემთხვევაში, მათი დაზღვევა შეწყდება ავტომატურად, ძირითადი დაზღვეულის პოლისის შეწყვეტისთანავე.
• მოცდის პერიოდში დაფარული დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში
• 5-წლიანი სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდეგ
თუ ანაზღაურება სადაზღვევო თანხის 100%-ის ოდენობით გაიცა დაზღვეულის შვილზე/შვილებზე, სადაზღვევო პოლისი აგრძელებს მოქმედებას, მაგრამ სადაზღვევო დაფარვა ამ კონკრეტული შვილის/შვილების მიმართებაში წყდება და არ ექვემდებარება განახლებას.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა:
დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული. თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მონაცემთა დაცვა:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.
ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!
გამარჯობა
თქვენ ეცნობით კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.
ვინ არის მზღვეველი?
მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.
დაზღვევის ხელშეკრულების სახე
წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს #TBCCI-02-18.
რისგან ხართ დაზღვეული?
დაზღვეული რისკია: სადაზღვევო პერიოდში, მოცდის პერიოდის ამოწურვის შემდგომ დიაგნოსტირებული ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტო-კორონარული შუნტირების საჭიროება, ინსულტი, დამბლა, სიბრმავე.
რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?
დაზღვევა ვრცელდება მთელ მსოფლიოზე.
თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:
დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც ასახული იქნება პოლისში.
როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად.
როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:
• კრიტიკული დაავადების დიაგნოასტირების შემთხვევაში დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 ერთი თვის განმავლობაში; წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები: ანაზღაურების მოთხოვნის განაცხადი, დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაზღვევო პოლისი და დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სამედიცინო ფორმა iv-100/ა, სამედიცინო ისტორია, ჰისტომორფოლოგიური კვლევის დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევების შედეგები და წარმოსახვითი კვლევების სურათები)
• უცხოური კლინიკიდან ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოსაძიებლად და/ან უცხოურ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზებისთვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევის პარტნიორს ცხელ ხაზზე: +995 577 33 01 01.
რა არ ანაზღაურდება?
სადაზღვევო ანაზღაურება არ ექვემდებარება გაცემას, თუ კრიტიკული დაავადება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გამოწვეულია/დაკავშირებულია შემდეგ/ი მოვლენებით/მოვლენებთან:
• ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში, გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი მონაწილეობა;
• დაზღვეულის თვითმკვლელობა და თვითდაზიანება;
• საავიაციო რისკები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული წარმოადგენს რეგულარული ან ჩარტერული ავიარეისის მგზავრს;
• ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური ნივთიერებების გამოყენება;
• დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და მოტო რბოლა, მღვიმეებისა და გამოქვაბულების შესწავლა, მთაში ველოსიპედებით მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტის სახეობები წყალზე, სხვა ექსტრემალური სპორტის სახეობები, ავიაცია და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები და სხვა;
• დაზღვეულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში;
• ამ დოკუმენტით გათვალისწინებული, მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა;
• თუ დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად და/ან არაზუსტად და/ან არასრულად იქნა ინფორმაცია მოწოდებული დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის შეფასებაზე;
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სრულად და დროულად არ იყო გადახდილი სადაზღვევო პრემია ან მისი ნაწილი, სადაზღვევო პოლისში მითითებული გრაფიკის მიხედვით;
• თუ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით დამზღვევის და/ან მოსარგებლის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ ფაქრობრივ გარემოებებს.
ავთვისებიანი ინვაზიური სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს:
• კარცინომა in situ, კიბო in situ, არაინვაზიური კიბო (კლინიკური სტადია 0), პრე-ავთვისებიანი მდგომარეობები და დისპლაზია
• წინამდებარე ჯირკვლის კიბოს T2bN0M0-ზე ადრინდელი სტადიები (კლინიკური სტადიები 0 და I)
• ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული და ფოლიკულური კიბოს T2N0M0-ზე ადრინდელი სტადიები (კლინიკური სტადიები 0 და I)
• კანის ბაზალურ-უჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები და დერმატოფიბროსარკომა პროტუბერანს
• კიბო დიაგნოსტირებული სისხლში, ნერწყვში, განავალში, შარდში ან ნებისმიერ სხვა ადამიანურ სითხეში სიმსივნური უჯრედების და/ან სიმსივნესთან დაკავშირებული მოლეკულების აღმოჩენის საფუძველზე, თუ ეს აღმოჩენა არ არის დადასტურებული სხვა ცალსახა კლინიკური მტკიცებულებებით
ავთვისებიანი სიმსივნის პრე-ინვაზიურ სტადიაზე გამონაკლისებს წარმოადგენს:
• დისპლაზია და სხვა პრე-ავთვისებიანი მდგომარეობები
• კანის კიბო, გარდა მელანომა in situ-ს (კლინიკური სტადია 0) შემთხვევებისა
• კიბო დიაგნოსტირებული სისხლში, ნერწყვში, განავალში, შარდში ან ნებისმიერ სხვა ადამიანურ სითხეში სიმსივნური უჯრედების და/ან სიმსივნესთან დაკავშირებული მოლეკულების აღმოჩენის საფუძველზე, თუ ეს აღმოჩენა არ არის დადასტურებული სხვა ცალსახა კლინიკური მტკიცებულებებით
თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს: ცისტა, გრანულომა, სისხლძარღვოვანი ანომალია, ჰემატომა, აბსცესი, ზურგის ტვინის სიმსივნე, 10 მმ-ზე ნაკლები ზომის პიტუიტარული ჯირკვლის სიმსივნე
მიოკარდიუმის ინფარქტის მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენს არასტაბილური სტენოკარდია.
აორტო-კორონარული შუნტირების მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენს კანის ზედაპირიდან შეჭრით კორონარული ჩარევები, როგორიცაა ანგიოპლასტიკა და ნებისმიერი სხვა კათეტერების ან ლაზერის გამოყენებით ინტრა-არტერიული ჩარევები.
ინსულტის გამონაკლისებს წარმოადგენს:
• გარდამავალი იშემიური ინსულტი
• თავის ტვინის ან სისხლძარღვის ტრავმული დაზიანება
• დაზღვევამდე არსებულ თავის ტვინის დაზიანებულ უბანში ხელმეორე სისხლჩაქცევა
• წარმოსახვით კვლევებზე აღმოჩენილი თავის ტვინის პათოლოგია, რომელსაც თან არ ახლავს მასთან ცალსახად დაკავშირებული კლინიკური სიმპტომატიკა ან ნევროლოგიური ნიშნები
დაზღვევამდე არსებული დაავადებების/მდგომარეობების გამონაკლისები დაზღვეული შვილების შემთხვევაში:
წინამდებარე პირობებით არ იფარება დაზღვევამდე არსებული დაავადებები შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
- დაავადება/ჯანმრთელობის პრობლემა აღმოცენდა დაზღვეულის შვილის დაბადებისთანავე ან დიაგნოსტირდა 1 წლის ასაკამდე
- დაავადების/ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ დაზღვეულისთვის ცნობილი იყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე
- ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაზღვეულ შვილს დასჭირდა ექიმის კონსულტაცია დაზღვევის ძალაში შესვლამდე
- დაზღვევის ძალაში შესვლამდე აღმოცენებული დაზღვეულის შვილის დაავადება ან ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის გამოც გონიერი მშობელი მიმართავდა ექიმს
ალტერნატიული სამედიცინო დასკვნა არ მზადდება, თუ:
- არ არის დასმული დიაგნოზი - ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოთხოვნამდე დაზღვეულს უნდა ქონდეს საქართველოში დასმული ოფიციალური დიაგნოზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება განხილვას
- დაზღვეულს არ მიუმართავს მკურნალი ექიმისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში - შემთხვევის შესაფასებლად საჭიროა ბოლო 1 წლის მონაცემები
- მწვავე ან სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის გაუარესება - როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოითხოვს მყისიერ სამედიცინო ჩარევას და შეუძლებელია მისი გადადება ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოლოდინში
- პრობლემის შესასწავლად აუცილებელია ექიმის მიერ პაციენტის არადისტანციური პერსონალური შეფასება.