თუ ავტოავარიის დროს, დააზიანე სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა და დაგეკისრა ზარალის ანაზღაურება, სხვისთვის გადასახდელ ხარჯებს, შენ ნაცვლად, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს.
უფრო კარგად, რომ გაერკვე რას მოიცავს ეს დაზღვევა, ძირითად პირობებს შეგიძლია აქ გაეცნო.
შენ შეგიძლია აირჩიო 5 000 ლარიანი ან 10 000 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტი:
- 5 000 ლარის ანაზღაურების ლიმიტი თვეში 5 ლარი ღირს.
- 10 000 ლარის ანაზღაურების ლიმიტი კი თვეში 10 ლარი.
ავტოავარიის შემთხვევაში, ზარალი შერჩეული ლიმიტის ფარგლებში აგინაზღაურდება, თუ ავტომობილს მართავდა არანაკლებ 21 წლის მძღოლი და ჰქონდა მართვის მოწმობა.
დაზღვევა 1 წლის ვადით ფორმდება. შენ თავად ირჩევ იმ თარიღს როდიდანაც გსურს დაზღვევის გააქტიურება. პოლისი რომ გააქტიურდეს აუცილებელია დაზღვევის ღირებულების დროულად და სრულად გადახდა, სადაზღვევო პოლისში და ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
ავტოავარიის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 2 42 22 22. ჩვენი სერვის მენეჯერი შემთხვევის ადგილზე მოვა და მოგიგვარებს ავტოავარიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
დაზღვევის ონლაინ გასაფორმებლად დააჭირე „შეძენის“ ღილაკს, აირჩიე სასურველი ლიმიტი, შეიყვანე შენი და შენი ავტომობილის ინფორმაცია და მიიღე პოლისი ელექტრონულად, sms-ით და იმეილზე.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე ონლაინ ჩატში და შენს ყველა კითხვას ვუპასუხებთ.