რა არის სესხის დაზღვევა

თუ ამ ეტაპზე დასაქმებული ხარ, მუშაობ ხელშეკრულებით, ხელფასი ბანკში გერიცხება და ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი გაქვს, შეგიძლია, სესხის დაზღვევით ისარგებლო. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს მოულოდნელად დაკარგავ, დაზღვევა სესხის ყოველთვიურ შენატანს ახალი სამსახურის დაწყებამდე, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში გადაიხდის.

სესხის დაზღვევა

რა ტიპის სესხის დაზღვევაა შესაძლებელი

შენ შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები:
 
•    იპოთეკური
•    სამომხმარებლო
•    ავტოსესხი
•    განვადება

ერთი სადაზღვევო პოლისი ვრცელდება მხოლოდ ერთ ბანკში აღებულ სესხზე ან სესხებზე. ბანკი, რომელშიც ყოველთვიურ შენატანს იხდი, პოლისის გაფორმებისას უნდა მიუთითო. 
 

რა ღირს სესხის დაზღვევა და რამდენს ანაზღაურებს

საფასური ინდივიდუალურად გამოითვლება. მაქსიმალური თანხა, რომელსაც დაზღვევა სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ყოველთვიურად დაგიფარავს, 500 ლარია. შეგიძლია, ერთ ბანკში რამდენიმე სესხი დააზღვიო. მაგალითად, თუ ორი ტიპის სესხი გაქვს და ყოველთვიურად ჯამში 300 ლარის გადახდა გიწევს, უნდა აირჩიო 300-ლარიანი ლიმიტი. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაზღვევა ამ თანხას ახალი სამსახურის შოვნამდე, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში დაფარავს.

ზუსტი ღირებულების გამოსათვლელად და სესხის დასაზღვევად გადადი ბმულზე, დაითვალე ღირებულება და გააფორმე პოლისი ონლაინ. ხელშეკრულების დეტალური პირობები მოცემულია საინფორმაციო ფურცელში.